დერბი დელა მადონინა

დერბი დელა მადონინა






მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტის სახეობის გულშემატკივრისთვის არაერთი დიდი საფეხბურთო დაპირისპირებაა ცნობილი, მაგრამ ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმ მოვლენასთან, რასაც “Derby della Madonnina” ჰქვია.
ორი ლომბარდიული გრანდის – “მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა სად და რა დონეზეც არ უნდა იმართებოდეს, მუდამ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. დერბის ერთ ერთი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მილანის გარდა არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰყავს საყოველთაოდ აღიარებული ორი სრულფასოვანი გრანდი.
მადონინა ამ დაპირისპირებას ეწოდა მილანის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ქალწული მარიამის (Maria Madonina) ოქროსფერი ქანდაკების საპატივცემულოდ,რომელიც მილანის ტაძრის თავზე დგას.

ამ მატჩით ცხოვრობს ქალაქი მილანი და იტალიის დიდი ნაწილი. დაპირისპირებული ტიფოზები შემოდგომასა და გაზაფხულზე ერთმანეთს იმის მიხედვით ხვდებიან, თუ როგორ ითამაშეს ერთმანეთში ლომბარდიულმა გრანდებმა. თუ უპირატესობა “მილანს” აქვს, “ინტერის” ფანები ოდნავ მოკრძალებულად გამოიყურებიან, ხოლო თუ პირიქითაა, უკვე როსონერის ტიფოზები დადიან თავჩაღუნულნი.

ალბათ წარმოდგენილი გაქვთ, თუ როგორ ივსება ერთ დღეს, მზიან, წვიმიან თუ მოღრუბლულ ამინდში “სან სირო”. ამ დღეს მილანის ყველა რაიონიდან ხალხი ქალაქის გარეუბნისკენ სან–სიროსკენ. შედიან სტადიონზე და ამავდროულად სულ სხვა სამყაროში ხვდებიან. სამხრეთ სექტორში ტრადიციულად “Curva Sud”-ია განლაგებული. ეს დაჯგუფება “მილანს” გულშემატკივრობს, ხოლო ჩრდილოეთით “Curva Nord”-ი იწონებს თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რადიკალური და დაუნდობელი ტიფოზთა ჯგუფია არამარტო იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში.


თავდან კი ყველაფერი ასე დაიწყო: 1899 წელს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა კლუბი რომელსაც ”მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის” გუნდი უწოდა. 9 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში. მილანური დერბი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ერთი ქალაქის გუნდის ორად გაყოფის შემდეგ გაჩნდა. ლომბარდიის დედაქალაქში ეს ყველაფერი 1908 წელს მოხდა. 9 მარტს “მილანის” შვეიცარიელმა მეწილეებმა წინადადებაზე გუნდში უფრო მეტი უცხოელი ფეხბურთელის მოეწვიათ, კლუბის მეპატრონეებისგან უარის მიიღეს და ამის გამო ახალი გუნდი შექმნეს, ამ ორი კლუბის დაპირისპირებაც სწორედ იმ დღიდან დაიწყო. გუნდს “ინტერნაციონალე” დაარქვეს. სიმბოლიკა და ფერებიც მალევე შეირჩა. ნერიაძურის მესვეურებმა შავ-ლურჯი ფერები მოიწონეს. ლურჯი ფერი როგორც ცნობილია, მშვიდობისა და მაშასადამე ინტერნაციონალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.

სათამაშო მოედანზე მილანი და ინტერი პირველად 1908 წლის 18 ოქტომბერს შეხვდნენ. პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ერთმანეთს ქალაქის თასსზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შავწითლებმა 2:1 მოუგეს ახლად შექმნილ გუნდს.


ერთი წლის შემდეგ კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრაშიც როსონერიმ იმარჯვა – 3:2.
იტალიის ჩემპიონატი 1929 წელს დაიწყო და სერია ა-ში პირველი ”დერბი დელა მადონინა” იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ინტერის ლეგენდამ ჯუზეპე მეაცამ ბოლო გოლი გაიტანა და ნერაძურიმ 2:1 მოიგო.
მას შემდეგ მილანისა და ინტერის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე შეხვდნებიან და ვინ როგორ ფორმაშია, სატურნირო ცხრილში რომელი ადგილი უკავიათ. თითოეული ფეხბურთელი პრინციპულ შეხვედრას ატარებს.


აქვე აღსანიშნავია, რომ1908 წლის მარტიდან მოყოლებული, “ინტერი” ყოველთვის არისტოკრატიული ფენის უსაყვარლეს გუნდად ითვლებოდა. ნერაძურის ძირითადად პოლიტიკოსები, პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები გულშემატკივრობდნენ. “მილანისთვის” კი მუშათა კლასს უძგერდა გული. როსონერი უბრალო ხალხის გუნდი იყო.


60-იან წლებში ახალი ეტაპი დაიწტო მადონინას ისტორიაში. იმ დროს ინტერის შემადგენლობაში მაცოლა ბრწყინავდა. მილანში კი ოქროს ბიჭუნად წოდებული ჯანი რივერა. ამ ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც კი მოედანზე ერთად არასდროს გამოჩენილან. ერთ თამაშს ერთი ატარებდა, მეორეს – მეორე, ან ერთმანეთს ცვლიდნენ. ამიტომაც მილანურმა დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. იმ პერიოდში არაერთი შესანიშნავი მატჩი გაიმართა ამ ორი გუნდის მონაწილეობით.



1962-1963 წლების სეზონში მილანმა ჩემპიონთა თასი მოიგო, 1967 წელს იტალიის თასი, მომდევნო წელს სერია ა, შემდეგ თასების მფლობელათა თასი, 1969 წელს კი კვლავ ჩემპიონთა თასი.
ინტერმა ეს პერიოდი არანაკლებ შთამბეჭდავად ჩაატარა, 1962–63; 1964–65; 1965–66 წლებში გუნდმა სერია ა მოიგო, 1963-64 და 1964-65 წლებში ზედიზედ იზეიმა ჩამპიონთა თასზე გამარჯვება, ამავე წლებში შავლურჯებმა საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართეს.
ასე რომ სამოციან წლებში მილანური გრანდები მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალებზე იყვნენ.


დერბი დელა მადონინამ განსაკუთრებული ინტერესი 90- იან წლებში შეიძინა. მაშინ მილანში ჰოლანდიური ტრიო , ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი, შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ინტერში კი გერმანელები – ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ინტერი მხოლოდ ერთი სკუდეტოს დაეუფლა 1989 წელს, მილანმა კი 1988 წლიდან 1994 წლმადე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.
როსონერი ტიტულების მოგებას განაგრძობდა, ინტერმა კი 1989 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო 2006 წელს მიიღო, მას შედეგ, რაც ცნობილი სკანდალის შემდეგ იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითს, ეს ჯილდო ჩამოართვეს და ნერაძურის გადასცეს.


ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი მილანს ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფას ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით – 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალე და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში მილანმა 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.


დერბი დელა მადნონინა 2010-2011 წლების სეზონის ჩათვლით 274-ჯერ ჩატარდა. აქედან ოფიციალური იყო 203, დანარჩენი კი ამხანაგური. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ინტერი 14 მატჩიან უპირატესობას ფლობს.
რაც შეეხება იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას, აქ მილანი ლიდერობს. ქვეყნის თასის გათამაშებაში მილანმა 23 შეხვედრიდან 9 მოიგო, 7 კი წააგო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში კი როსონერიმ ორი შეხვედრა დაასრულა სასურველი ანგარიშით, ორი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
მილანური დერბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ მილანმა 6:0 გაანადგურა თანაქალაქური კლუბი. იმ ისტორიულ მატჩში ანდრეი შევჩენკომ და სერჟინიომ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ბურთის გატანა ფედერიკო ჯიუნტიმ და ჯანი კომანდინიმ შეძლეს. ყველაზე შედეგიანი დერბი კი 1949-1950 წლების სეზონში გაიმართა. 1949 წლის 6 ნოემბერს ინტერმა 6:5 მოიგო.

დერბის რეკორდსმენია მილანის ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელმაც ინტერის წინააღმდეგ 50 შეხვედრა ჩაატარა! ბოლო დაპირისპირების დროს ნერაძურის გულშემატკივრებმა საოცარი გაცილება მოუწყვეს მეტოქე გუნდის უძლიერეს მცველს. თამაშის დასრულების შემდეგ ამოაბრუნეს ბაენერები რომელზეც ეწერა ”25 სეზონი შენ ჩვენი მოწინააღმდეგე იყავი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანი დარჩი, მადლობა პაოლო” ტრიბუნეზე მყოფმა ტიფოზებმა ტაშით გააცილეს მალდინი. შავ-ლურჯების ამ ჟესტმა მაშინ ყველა აღაფრთოვანა.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
fanatik
fanatik
დღეს 21:43:23

ეს რა კიალენდარი დაგვიჯდა ხტფუი რა პირველი თამაში ფიორენტინას
ვღებულობთ და მერე რომაში გავდივართ ეგრევე ძნელი თამაშები რა!! პირდაპირი მიდის ეხლა კენჭისყრა 20
interista2008
interista2008
გუშინ 21:39:44

chekerini magari kacia videoebs vukure imena taantia
interista2008
interista2008
24 ივლისი 2017

sagol jovetic
davlasha
davlasha
24 ივლისი 2017

bratci qartulad visac gindat yureba ager setantaze gadis qartuald http://setantageorgia.ge/
ირაკლი ზასეშვილი

https://www.youtube.com/watch?fea
ture=youtu.be&v=cXtFu0tvB-I&a
mp;app=desktop ინტერის თამაში შლაკესთან
Интернационале
Интернационале
18 ივლისი 2017

Hi all
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

berardi kak minimum unda moikvanon dagvchrdeba
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ირაკლი ზასეშვილი,
dimaria an mova da an arada spaletim tqva perisichi mchirdebao
da ise ver gaushveben darwmunbuli ro ar ikvnen ro moikkvanen vinmes
ირაკლი ზასეშვილი

ინტერისტა2008. ჯერ არ არის ეგ გადაწყვეტილ
ი. სავარაუდოდ წავა რადგანაც მანჩესტერი აკმაყოფილებ
ს ინტერის მოთხოვნას ფეხბურთელზე
. ხოლი ინტერს კი დი მარიის მოყვანა უნდა.
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ar midis ivani rhceba

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 13
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 13